გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველოში ოდესღაც შემოვა - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის ახალ შტამზე, რომელიც მეზობელ რუსეთში მძვინვარებს.
ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამკაცრდეს კონტროლი სასაზღვრო პუნტებზე და მოხდეს ქვეყანაში შემომავალი ტურისტების მონიტორინგი.
"ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტზე მონიტორინგი და ტურისტების შემოდინება, მოხდეს მათი ტესტირება და კონტროლი იმისათვის, რომ არ შემოვიდეს შტამი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, გარდაუვალია ის ფაქტი, რომ ეს შტამი საქართველოში ოდესმე შემოვა, ვინაიდან ყველა შტამი ცირკულირებს სხვადასხვა ქვეყანაში და ის შეიძლება არ შემოვიდეს რუსეთიდან, მაგრამ სხვა ქვეყნიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაფიქსირების შემთხვევაში, ძალიან ადრეულ ეტაპზე მოვახდენთ ამ შტამის ამოცნობას და შესაბამისი ღონისძიება გატარდება," - აცხადებს მინისტრი.