რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც, სავარაუდოდ, ვირუსის უკვე კარგად ცნობილ, "დელტა" ვარიანტზე მეტად გადამდები უნდა იყოს.
როგორც იუწყებიან, სწორედ ახალი შტამის საშიშმა თვისებებმა აიძულა მოსკოვის ხელისუფლება, გაამკაცროს ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად მანამდე შერბილებული ზომები.
ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი, სახელწოდებით AY.4.2 , უახლოეს ხანებში უფრო ფართო ტერიტორიაზე გავრცელდება და რუსეთში ამ დროისთვის დომინირებულ დელტა შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს.
ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ ახალი შტამის გავრცელების მასშტაბები კიდევ უფრო დაამძიმებს რუსეთში ისედაც რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთში ინფიცირებისა და გარდაცვალების პიკური მაჩვენებლები ფიქსირდება.
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა მოსკოვისა და ცენტრალური მთავრობების ინიციატივა, ნოემბრის დასაწყისში ერთი კვირით ფედერალური უწყებების დახურვისა და მოსკოვში კარანტინის შემოღების თაობაზე.