საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი გააცნო.
გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ წინააღმდეგია ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.
"როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან თავისუფლება. ნებსმიერი სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე",- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.