"საქართველოში რომ ჩამოვიდა, ნიშნავდა, რომ მან სერიოზულად გადაიაზრა ყველაფერი და ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელზე პასუხიც არ არსებობს" - ეს განცხადება ლევან ბერძენიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეცეთერში გააკეთა.
ბერძენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და მის პატიმრობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი ნაბიჯების გამო პატივისცემა დაიმსახურა.
მიხეილ სააკაშვილმა დაიმსახურა პატივისცემა. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმით დაიმსახურა, რომ ღირსეულად იბრძვის, როგორც უნდა იბრძოდეს პატიმარი... ფაქტია, რომ კაცი მძიმე ბრძოლაში შევიდა, იმსახურებს სიმპატიას, იმათ სიმპატიასაც იმსახურებს, ვისაც საერთოდ არ აქვს არც სიმპატიის, არც ემპათიის და არც არანაირი ადამიანური სურვილი, იმათგანაც იმსახურებს, ამიტომ მოყარეს ის ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, წამლიდან წამლამდე აზროვნებენ, - თქვა ლევან ბერძენიშვილმა.