ქუთაისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
დეკანოიძის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისის მართვაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული.
მერობის კანდიდატმა ქუთაისის განვითარების პრიორიტეტული საკითხები დაასახელა:
•  ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნება;
•  შერიფის (პოლიციის უფროსის) მოქალაქეების მიერ არჩევა;
•  მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენით დანიშვნა;
•  სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვება;
•  ბიზნესი გათავისუფლება ქონებისა და მიწის გადასახადისგან;
•  აშენდენდება 50 სკვერი, 30 სპორტული მოედანი და 5 საბავშვო ბაღი. ასევე, კალათბურთს ღია მოედნები.
გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველს ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები წარუდგინა.
გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილის თანამდებობებს დაიკავებენ:
ანა ნაცვლიშვილი (ლელო-საქართველოსთვის)
იმედა კლდიაშვილი (გირჩი მეტი თავისუფლება)
რევაზ ჩომახიძე 
თემურ ცამციშვილი