ეს ახალგაზრდა გუნდი, კოალიცია, რაც არის განსხვავებულების ერთობა, რომ განსხვავებულობამ ერთმანეთი გააკონტროლოს და ერთმანეთს მიეხმაროს, ეს მოგვეხმარება იმაში, რომ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ, - მიმართა „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქუთაისში, ოპოზიციის საერთო კანდიდატის ხატია დეკანოიძის პორგრამის წარდგენაზე.
ბურჯანაძემ ქუთაისელებს პირველ ტურში ოპოზიციის საერთო კანდიდატის მხარდაჭერისთვის მადლობა გააუხადა.
„ მართლაც საოცარი პოლიტიკური სიმწიფე გამოიჩინა ქუთაისმა, როდესაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ქალბატონ ხატიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხლა ჩვენ ქვეყანა გადავარჩინოთ, მინდა ვთხოვო ყველას, ვინც ახლა უყურებას ამ გადაცემას, ყველამ გადადოს თავისი ემოცია, გაბრაზება, რაღაც წყენა, რომელიც იყო, ნამდვილად იყო, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ახლა არის მთავარი, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და არ მივცეთ საშუალება ოლიგარქ ივანიშვილს, რომელსაც არც ქუთაისი უყვარს, ჭორვილაზე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მას საქართველო და ქართველები არ უყვარს. მას მხოლოდ საკუთარი თავი აღელვებს, მან გადააქცია საქართველო ბოსტნად”, - თქვა ბურჯანაძემ და
ქუთაისის მოსახლეობას 30 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურში კვლავ ხატია დაკანოიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ყველა გაჭირვებაში მხოლოდ მაშინ ვდგებოდით ქართველები ფეხზე, როდესაც ძველ წყენებს ვივიწყებდით და ერთად ვიბრძოდით უკეთესი მომავლისკენ. 30-ში მთელი ქუთაისი უნდა დადგეს ფეხზე და შემოხაზოს ოპოზიციის კანდიდატი იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯოთ ჩვენი სამშობლო ხელიდან და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქუთაისს პერსპექტივა კვლავ გავუჩინოთ“, - თქვა ბურჯანაძემ.