ძალიან მიხარია, რომ ქუთაისმა ხატია დეკანოიძეს დაუჭირა მხარი. ამავდროულად, არ შემიძლია ხატიაზე არ ვთქვა კომპლიმენტი. მან შეძლო ქუთაისის გულის მოგება, - თქვა „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქუთაისში, ოპოზიციის საერთო კანდიდატის ხატია დეკანოიძის პორგრამის წარდგენაზე.
„მე ქუთაისელი ვარ და ვიცი, რომ არ არის ადვილი ამ ადამიანების გულის მოგება, მაგრამ ძალიან მნიშნველოვანია, რომ თუ ამ ადამიანების გულს მოიგებ, მათ ეს რწმენა არ გაუმტყუნო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხატია ამ იმედს და რწმენას ქუთაისელებს არ გაუმტყუნებს.
ძვირფასო ქუთაისელებო, ჩემთვის ძალიან ძვირფასო ადამიანებო, მე შემოვედი ამ დარბაზში და განსაკუთრებული ღელვა მქონდა, ძალიან ბევრი ნაცნობი სახე ვნახე, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ ჩემთვის ქუთაისი ნამდვილად განსაკუთრებულია, გასაკვირიცი არ არის. ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის და ყოველთვის ასე იყო. მიუხედავად იმისა, ვინ ვის უჭერდა მხარს, ვინ ვის მხარეს იყო, ეს ქალაქი ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იყო და ასეც იქნება ყოველთვის“, - თქვა ბურჯანაძემ და ქუთაისის მოსახლეობას 30 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურში ხატია დაკანოიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ყველა გაჭირვებაში მხოლოდ მაშინ ვდგებოდით ქართველები ფეხზე, როდესაც ძველ წყენებს ვივიწყებდით და ერთად ვიბრძოდით უკეთესი მომავლისკენ. 30-ში მთელი ქუთაისი უნდა დადგეს ფეხზე და შემოხაზოს ოპოზიციის კანდიდატი იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯოთ ჩვენი სამშობლო ხელიდან და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქუთაისს პერსპექტივა კვლავ გავუჩინოთ“, - თქვა ბურჯანაძემ.