დღეიდან ავიაკომპანია "სიბირი" (S7 Airlines) საავიაციო ალიანსის Oneworld -ის სრულფასოვანი წევრი ხდება.
"სიბირის" Oneworld -ში ჩართვა ავიაკომპანიის მგზავრებს საშუალებას მისცემს მთელი მსოფლიოს მაშტაბით გლობალურ სამარშუტო ქსელში ჩართონ"- ნათქვამია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
"სიბირის" სამარშუტო ქსელი მოიცავს 90 მიმართულებას 28 ქვეყანაში. აქედან 45 მარშუტი რუსეთის, ხოლო 25 დსთ-ის მიმრთულებით ხორციელდება.
უახლოეს ხანებში "სიბირი" ავიარეისებს დაამატებს საავიაციო ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის 55 მიმართულებით, 9 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.