ეპიდემიური სიტუაცია არის საკმაოდ რთული, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა მაღალია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი იყო დაბალი.
„თბილისში, ბათუმში - სადაც ვაქცინაცია უფრო მეტად განხორციელდა, ინფექციის გავრცელების ტემპი დაბალია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ინფექციის შეჩერების მთავარი ბერკეტი არის აქტიური ვაქცინაცია.
სამწუხაროდ, გუშინ კვირადღე იყო და 1000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი აიცრა, ეს საგანგაშო მაჩვენებელია და ამ მხრივ ვგეგმავთ როგორც მარათონის გააქტიურებას, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მუშაობას, რათა ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე და მათ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.