"ქართული ოცნება" 27 ოქტომბერს თბილისში, თვისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა მრავალათასიან შეკრებას აანონსებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრება [ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებული აქციის] კონტრაქცია არ არის.
კობახძის დარწმუნებულია, რომ "ოცნების" შეკრებაზე მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე იყო.
"არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეკრებილი თავის აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია თუ ნამდვილი, რეალური აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენებმა. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება, თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში", - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნება" შემაჯამებელ საარჩევნო აქციას 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართავს.