თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის" დირექტორს ენრი კობახიძეს ესროლეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ინციდენტი, გუშინ, საღამოს მოხდა.
სროლის შედეგად კობახიძის მეგობარი დაიჭრა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კობახიძეს პოლიციის თანამშრომელმა ესროლა.
ენრი კობახიძე ამ საკითხზე დღეს პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს.
თელავის ტელევიზიის დირექტორი აპირებს სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს.