„უნიქარდის" პარტნიორი სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ რიჩი" მომხმარებელს, პირველად ქართულ სტომატოლოგიურ სივრცეში, ახალ მომსახურებას „კბილის პასპორტს" სთავაზობს.
"კბილის პასპორტი" - ეს არის ყველა კბილების და მათი ზედაპირების სურათი გადაღებული ინტრაორალური და ჩვეულებრივი კამერებით, სადაც ასევე ფიქსირდება კბილების ფერი, ზომა,თანაფარდობა და ღიმილი. კეთდება ეგეთწოდებული "პორტფოლიო". ეს ყველაპერი იწერება ციფრულ მატარებელზე და გადაეცემა პაციენტს. "კბილის პასპორტი" დაეხმარებათ მათ მომავალში ორთოპედიული ან სხვა მკურნალობის დროს დაადგინონ ბუნებრივი კბილის პარამეტრები.
ეწვიეთ სტომატოლოგიურ კლინიკას „დენტალ რიჩის", ჩაიტარეთ კბილების "ფოტოსესია" და დაგროვეთ ქულები უნიქარდზე, ყოველ 10 ლარზე 1,1 ქულა.
"უნიქარდის" უნივერსალური ბარათით სარგებლობა 200-მდე კომპანიის 1000-ზე მეტ ობიექტშია შესაძლებელი და სავაჭრო სეგმენტში არსებულ ყველა სფეროს მოიცავს. პარტნიორი კომპანიები უნიქარდის მოხმარებლებს წამახალისებელი აქციებით, ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და ახალი შეთავაზებებით ანებივრებენ.
"უნიქარდი" ბაზარზე 2010 წლის 8 აპრილიდან გამოჩნდა და საკმაოდ მოკლე დროში პოპულარული გახდა. "უნიქარდმა" 1 ნოემბრამდე 87 157 საჩუქარი გასცა და 344 164 მოხმარებელი შეიძინა, მათ შორის პირველი სექტემბრიდან დღემდე 44 164 ახალი მომხმარებელი. საჩუქრების ღირებულება 12 ქულიდან იწყება. ნესმისმიერ ადამიანს შეუძლია დააგროვოს ქულები და მიიღოს შესაბამისი საჩუქარი.
მასალის გამოყენების პირობები