ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, ცა უნდა ჩამოვარდეს, მიწა გასკდეს და ჩავარდეს, ეს ნახევრად ხუმრობით. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, - განაცხადა დედაქალქის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.
"აი, ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს... ცა უნდა ჩამოვარდეს და მიწა გასკდეს და ჩავარდეს, ეს ნახევრად ხუმრობით. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, ბატონი ღარიბაშვილი მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსალურად, ჩვენს საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება. ჩვენთვის ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს. აქაც საქმე გვაქვს შეჩვევასთან, აღარ უკვირს ადამიანებს. პრემიერმინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცმევს, კოსტუმს იცმევს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება. მეტს არაფერს აკეთებს, დაავიწყდა რა როლს თამაშობს, ის ასრულებდა ავად თუ კარგად პრემიერმინისტრის როლს, ღარიბაშვილი რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიებით, მით უკეთესი საზოგადოებისთვის", - თქვა ნიკა მელიამ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ნიკა მელიას ზონდერი, კრიმინალი და უინტელექტო უწოდა.