მენინგოკოქცემიის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა.
ახალშობილი თბილისში კასპის რაიონიდან რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს. მას მენინგოკოქცემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: მაღალი სიცხე და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.
ჩვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წელს მენინგოკოქცემიის ეს უკვე მე-14 შემთხვევაა. აქედან ორი ლეტალურად დასრულდა.