პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ფოთში იმყოფებოდა, სადაც ის ფოთის მერობის კანდიდატ გიგი უგულავასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ნინო ბურჯანაძემ ფოთელებს არჩევნების მეორე ტურში გიგი უგულავას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გიგი იქნება ფოთის ძალიან კარგი მერი, იმიტომ რომ მიუხედავად იმ განსხვავებებისა, ხშირად კამათისა, რაც მე და გიგი უგულავას გვქონდა ხოლმე, ყოველთვის ობიექტურად ვამბობდი იმას, რომ ის იყო თბილისის ნამდვილად კარგი მერი. ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ახლა მან სულ რამდენიმე წუთში ძალიან საინტერესო პროექტები და გეგმები გამაცნო, რაც აქვს უკვე ჩამოყალიბებული ფოთთან დაკავშირებით. ეს ერთი საკითხია და ფოთს ნამდვილად პატრონი სჭირდება, იმიტომ რომ უპატრონო და მიტოვებული ქალაქია, მაგრამ მეორე, რაც ასევე ხაზგასასმელია და რაც ვთხოვე ფოთელებს, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა. ეს არის უკიდურესი აუცილებლობა", - თქვა ბურჯანაძემ.