ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
მურმან დუმბაძემ მოუწოდა მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში მისვლისკენ, რადგან მისი თქმით, სწორედ არჩევნებზე გადის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება.
"23 ოქტომბერს სწორედ ბათუმიდან დაიწყო ვარდების რევოლუცია 2003 წელს. მივესალმოთ ვარდების რევოლუციას, გაგრძელებაა დღეს მხოლოდ. 23 ოქტომბერს მესტიიდან ბათუმში ჩამოფრინდა ვიღაცა კაცი და აგერ ათეულ მეტრში ზღვაში იბანავა. ვინ იყო ეს კაცი? გინდათ მიშას თავისუფლება? ის არ გადის ბიძინა ივანიშვილზე, მიშას თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, მიშას თავისუფლება გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე. მოხვალთ ერთ კვირაში და ბათუმის მერად აირჩევთ გიორგი კირთაძეს და მიშა იქნება თავისუფალი", - თქვა მურმან დუმბაძემ.
"ერთად თავისუფლებისა და ცვლილებებისთვის" - ბათუმშ ოპოზიციის საპროტესტო აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.