"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ციხეში მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუმცა უარი თქვა მასსა და სააკაშვილს შორის საუბრის თემების გასაჯაროვებაზე.
"რაზე ვილაპარაკე პრეზიდენტთან, ამაზე სამწუხაროდ, ჟურნალისტებთან ვერ ვისაუბრებ. თქვენთან განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება იმას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ თუ არა, წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე, საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა, მეგობრობა და მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული. ფიზიკურად არ არის დასუსტებული, მაგრამ ეტყობა რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს, რადგან შიმშილობის 23 დღეა. გონება როგორც ყოველთვის სამართებელვით აქვს", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.