აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის თანაშემწე რეიჩელ ლევინი პირველად, ქვეყნის ისტორიაში ტრანსგენდერი ადმირალი გახდა. მან ფიცი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილი კორპუსის სამსახურის ადმირალის რანგში ფიცი ცოტა ხნის წინ დადო. იუწყება ამერიკული მედია.
ამიერიდან რეიჩელ ლევინი პირველი ტრანსგენდერი ოფიცერი იქნება ქვეყნის რვა ძალოვან სტრუქტურაში, მათ შორის არმიაში, ფლოტსა და სამხედრო-საჰაერო ძალებში.
ადმირალმა რეიჩელ ლევინმა განაცხადა, რომ მამამისიც მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა.
"ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ როლში ყოფნა. მე ვდგავარ ლგბტქ+ ადამიანების მხრებზე, რომლებიც ჩემამდეც არსებობდნენ, როგორც საჯაროდ, ისე დაფარულად. დაე, დღევანდელი დანიშვა გახდეს პირველი იმ მრავალთაგან, რომელიც მომავალში ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენ ვქმნით უფრო მრავალფეროვან და ინკლუზიურ მომავალს", - განაცხადა ლევინმა.
შეგახსენებთ, 25 მარტს რეიჩელ ლევინი აშშ-ის სენატმა ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ დაამტკიცა. რეიჩელ ლევინი აშშ-ის ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი მაღალი რანგის თანამდებობის პირია, რომელიც სენატმა დაამტკიცა.
წარსულში ლევინი იდენტიფიცირებული იყო, როგორც მამაკაცი. ის დაქორწინებული იყო, 2011 წელს ლევინმა სქესი შეიცვალა და 2013 წელს ცოლს გაშორდა. მას ამ ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
ლევინს, განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული, მან სამედიცინო კარიერა ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრში, პედიატრობით დაიწყო. წარსულში ლევინი პენსილვანიის შტატის ჯანდაცვის მდივნის თანამდებობას იკავებდა.