შეერთებული შტატების სენატმა ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ ტრანსგენდერი ქალი რეიჩელ ლევინი დაამტკიცა. ლევინის კანდიდატურას 52 სენატორი მიემხრო, 48 წინააღმდეგ წავიდა.
რეიჩელ ლევინი აშშ-ის ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი მაღალი რანგის თანამდებობის პირია, რომელიც სენატმა დაამტკიცა.
წარსულში ლევინი იდენტიფიცირებული იყო, როგორც მამაკაცი. ის დაქორწინებული იყო, 2011 წელს ლევინმა სქესი შეიცვალა და 2013 წელს ცოლს გაშორდა. მას ამ ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
ლევინს, განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული, მან სამედიცინო კარიერა ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრში, პედიატრობით დაიწყო. ამ დრომდე ლევინი პენსილვანიის შტატის ჯანდაცვის მდივნის თანამდებობას იკავებდა.
რეიჩელ ლევინი ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა.