დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის 183-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუშს წარუდგენენ. ისინი საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხებენ.
შეგახსენებთ, 2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT"-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება.
ღონისძიება თბილისის №183 საჯარო სკოლაში 12 საათზე გაიმართება. (მისამართი, ღამბაშიძის №3 ).
მასალის გამოყენების პირობები