ეს ხელისუფლება ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავუშვათ, თუ არ გვინდა, რომ საერთოდ ქვეყანა, როგორც ასეთი, უბრალოდ წაიშალოს და პერსპექტივა არ იყოს, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში განაცხადა, რომლითაც ის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" თავისი ზიზღით და ბოღმით სავსე რიტორკით ქვეყანა უბრალოდ სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ მიყავს.
"ეს ხელისუფლება ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავუშვათ, თუ არ გვინდა, რომ საერთოდ ქვეყანა, როგორც ასეთი, უბრალოდ წაიშალოს და პერსპექტივა არ იყოს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ "ქართულ ოცნებას" თავისი ასეთი ზიზღით და ბოღმით სავსე რიტორკით ქვეყანა უბრალოდ სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ მიყავს. ჩვენ თუ ახლა ძალიან ფრთხილად არ ვიქენით, ძალიან დიდი საშიშროებაა იმისა, რომ "ქართულ ოცნება" ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას გააღვივებს. ეს რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე იქნება "ქართული ოცნების" ბრალი, მაგრამ ვისი ბრალი იქნება ეს, დიდად მერე ვერ შველის სიტუაციას", - თქვა ბურჯანაძემ.