მოვინახულე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გამოიყურება ყოჩაღად. მოტივირებული ისედაც არის. საუბარი გვქონდა შექმნილ ვითარებაზე, - განუცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არც ერთი პირობით და არანაირ ვითარებაში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, სააკაშვილის თხოვნა და მოწოდებაა, მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ხმა დააფიქსირონ და მხარი დაუჭირონ კოალიციურ კანდიდატებს.
„მოვინახულე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გამოიყურება ყოჩაღად. მოტივირებული ისედაც არის. ფიზიკურად ძლიერად არის. საუბარი გვქონდა შექმნილ ვითარებაზე, მის ჯანმრთელობაზე. ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას არც ერთი პირობით და არანაირ ვითარებაში. რა თქმა უნდა, მოწოდებაა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ყველანი არჩევნებზე და კოალიციური კანდიდატების მხარდაჭერა, ძვირფასო მეგობრებო. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ეს არის მიხეილ სააკაშვილის თხოვნა თქვენ მიმართ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.