საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა საფრანგეთის ქალაქ დიჟონში ხანძრის შედეგად.
ხანძარი საერთო საცხოვრებელში გაჩნდა, სადაც იმიგრანტები ცხოვრობდნენ.
საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, მსუბუქად არიან დაშავებული ნესტან კოსტავა და არაბიანი.
დამატებითი ინფორმაცია საქართველოს მოქალქეების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთში, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დიჟონში, მომხდარი ხანძრის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 4 სერიოზულად დაშავდა. ცეცხლი ცხრასართულიან შენობაში გაჩნდა.
სამართალდამცველები ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ. მათი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით, მაღალი სართულებიდან გადმოხტა.
შენობიდან 130 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე 93 მეხანძრე მუშაობდა, რომელთაგან 3 კვამლისაგან მოიწამლა.