ხვალ, 19 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში ბანკ "რესპუბლიკის" ფილიალი გაიხსნება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ბანკის მენეჯმენტი, ახალი და არსებული კლიენტები და საპატიო სტუმრები ხვალ ოფიციალურ მიღებას გამართავენ.
გახსნის ცერემონიას სამეთვალყურეო საბჭოს პარიზელი წევრები დაესწრებიან.
ფილიალის ოფიციალურად გახსნის შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები სააქციო სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ განაცხადებენ. "რესპუბლიკის~ გენერალური დირექტორი ჟილბერ ი კი ბანკის პოზიციაზე, ხედვაზე, არსებულ და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებს, მიმოიხლავს საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას და განსაზღვრავს იმ კონკრეტულ შესაძლებლობებს, რომლებიც ბანკის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, პარიზიდან ჩამოსული სტუმრები ისაუბრებენ საერთაშორისო საფინანსო და საბანკო სიტუაციაზე და "სოსიეტე ჟენერალის" გეგმებზე.