მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ღარიბაშვილის თქმით, ნიკა მელიამაც იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან „ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ზონდერი და კრიმინალი“.
„მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას და შეეშვას ტყუილებს. ვიცი, მანაც ძალიან კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი და არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.