„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ.
“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თუ დამძიმდება, საქართველოში ექიმების მიკერძოებაზე ეჭვი გაჩნდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გავაგზავნოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.