მიხეილ სააკაშვილი არის მოარული კანონდარღვევა და კაცი დანაშაული, რომლის საქართველოში დაბრუნებაც კანონმდებლობის დარღვევასთან იყო დაკავშირებული, - აცხადებს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.
მისი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყოველდღიური დღის წესრიგის აწყობა შეურაცხმყოფელია, რადგან ამ ადამიანს, დამნაშავეს საქართველოში სრულიად რეფორმირებული პენიტენციური დაწესებულება დახვდა, სადაც თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.
"სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. მის პროვოკაციებზე მეტი ყურადღების გამახვილება არ ღირს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებას, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი არის მოარული კანონდარღვევა და კაცი დანაშაული, რომლის საქართველოში დაბრუნებაც კანონმდებლობის დარღვევასთან იყო დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, ასე ლაჩრულად და სამარცხვინოდ კონტეინერში, რძის პროდუქტებთან ერთად ქვეყანაში შემოსვლა არც მისი ამომრჩევლისთვის იყო მისაღები", - განაცხადა წილოსანმა.