გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს თავისი ცხოვრების განმავლობაში არაერთი ჯილდო მიუღია, თუმცა ცოტა ხნის წინ, მან უარი განაცხადა "წლის მოხუცის" ჯილდოზე.
ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, დედოფალმა ჯილდო მისთვის შეუფერებლად მიიჩნია და თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად განმარტა - "იმდენად ხარ მოხუცი, რამდენადაც თავს მიიჩნევ".
გავრცელებული ცნობით, მონარქმა "თავაზიანი, მაგრამ მტკიცე" უარი თქვა ჯილოდზე, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ ხანდაზმულ ადამიანებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი განსაკუთრებული მიღწევების აღსანიშნავად.
ამასთან, მონარქმა ჯილდოს ორგანიზატორებს კეთილი სურვილები გაუგზავნა და წარმატებები უსურვა.
როგორც იუწყებიან, საპატიო ჯილდო დედოფალს მომავალს წელს, პლატინის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებათა ფარგლებში უნდა გადასცემოდა.
დედოფლის უარის შემდეგ, წლის ხანდაზმული ადამიანის ჯილდო 90 წლის ფრანგ-ამერიკელ მსახიობს და მოცეკვავე ლესლი კარონს გადაეცა, რომელიც დედოფალზე ხუთი წლით უმცროსია.
2011 წელს წლის მოხუცის ჯილდო დედოფლის მეუღლეს, ედინბურგის ჰერცოგ, პრინც ფილიპს გადაეცა.