ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი პირობა არის „ნაცმოძრაობის“ დამთავრება,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არჩევნები მოვიგეთ და ამასთანავე მოვიგეთ მათი ეგრეთწოდებული რეფერენდუმიც. სააკაშვილი არის ციხეში და მინიმუმ 6 წელი კიდევ იქ იჯდება. ეს აძლევს მოსახლეობას დამშვიდების საშუალებას და ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი პირობა არის „ნაცმოძრაობის“ დამთავრება. სამი წელი აღარ იქნება ამ ქვეყანაში არჩევნები და შესაბამისად აღარ ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი ბერკეტი არც პოლარიზაციისთვის, არც დესტრუქციის შემოტანისთვის და ამ სამ წელიწადში „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დასრულდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.