ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებული, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, კოალიციური მთავრობა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უნდა შედგეს.
"მათ განცხადებებს სერიოზულად არ ვუდგები, მაგრამ ხალხი კიდევ ერთხელ შეჰყავთ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის რაღაც ახალი მთავრობა ყალიბდება. ეს არის ჩვეულებრივი „ფეიკი“, შეფუთეს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობა იქნება, რაც ტყუილია. ოპოზიციას ერთადერთი მცდელობა აქვს, რამენაირად არ წააგოს მეორე ტური, ეს რეალობა აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.