მთავრობა ე.წ. მწვანე პასპორტის შემოღების საკითხზე ექსპერტებთან ერთად მუშაობს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება.
"მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირი იყოს ვაქცინირებული ან ჰქონდეს PCR ცნობა დღესაც მთელ რიგ სივრცეებში არის დაწესებული, მათ შორის კონფერენციებზე, ტრენინგებზე, ასევე სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. რაც შეხება მის ფართოდ გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა ექსპერტებთან ერთად, ამ ნაწილს სჭირდება როგორც ტექნიკური დამუშავება, ასევე აღსრულების ნაწილის ძალიან საფუძვლიანი ანალიზი, რომ ამან არ გამოიწვიოს გარკვეულწილად არასასურველი გვერდითი ეფექტები უკმაყოფილების სახით, ასევე გარკვეულწილად გაყალბების საფრთხე ყოველთვის არსებობს. სხვა ქვეყნებმა გამოიარეს ეს. ამდენად, როდესაც ყველა ეს რისკი იქნება გადაზღვეული და ჩვენ ვიქნებით მზად, უფრო აქტიურად ვისაუბროთ ამ ტიპის რეგულაციაზე, რაც ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა, რა თქმა უნდა, საზოგადებისთვის ამის შესახებ ცნობილი გახდება“, - განაცხადა გაბუნიამ.