მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი,12% იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, წლის ბოლოს დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საშუალო და მცირე ბიზნესსა და სოფლის მეურნეობას იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მეტად განვითარდეს.
"ჩვენ გვაქვს მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტ პროექტებს განვახორციელებთ, უფრო მეტად წავახალისებთ საშუალო და მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ზოგადად ბიზნესთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება იმისთვის, რომ საერთო სინერგია შევქმნათ და უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.