რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნატო-ში რუსეთის წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს.
მისივე თქმით, მოსკოვში მუშაობას წყვეტს ნატო-ს საინფორმაციო ბიუროც.
"ნატო-ს ქმედებების საპასუხოდ, ვაჩერებთ ჩვენს მუდმივ წარმომადგენლობას... მათ შორის მთავარ სამხედრო წარმომადგენლობის მუშაობას, სავარაუდოდ 1 ნოემბრიდან, ან შესაძლოა, ამას კიდევ რამდნიმე დღე დასჭირდეს", - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ, რუსეთის წარმომადგენლობის რვა თანამშრომლის გააძევების საპასუხოდ მიიღო.
ლავროვის თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია ბელგიის სამეფოში რუსეთის საელჩოს მეშვეობით განხორციელდება.