ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ის ინფორმაციით, ნატო რუსეთის სავარაუდო მტრული ქმედებების საპასუხოდ, 8 რუს დიპლომატს აძევებს.
დიპლომატთან ამ რაოდენობის გაძევებით, ალიანსში რუსეთის მისიის წარმომადგენლობა ფაქტობრივად განახევრდება.
"8 დიპლომატს, რომლებიც დაზვერვის ოფიცრებად მიიჩნევიან, მისიის დატოვებას სთხოვენ", - განაცხადა Sky News-ის ჟურნალისტმა, დებორა ჰეინსმა.
რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შორის, რომელიც ნატომ მტრულად მიიჩნია, არის "მკვლელობები და ჯაშუშობა", - აღნიშნავს Sky News.
მათი ცნობით, რვა რუსი დიპლომატი ბრიუსელს ოქტომბრის ბოლოს დატოვებს.
მოგვიანებით Sky News-ზე, ჰეინესმა, ნატოს თანამშრომელზე დაყრდნობით, განმარტა, რომ ამგვარად, რუსული მისიის თანამშრომელთა რაოდენობა ათამდე შემცირდება.
დებორა ჰეინსის ინფორმაციით, ნატომ ეს გადაწყვეტილება მოკავშირე ქვეყნების ანგარიშების საფუძველზე მიიღო, სადაც ასახულია ინფორმაცია მათ ტერიტორიებზე რუსეთის მტრული ქმედებების შესახებ.
კრემლი მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.