ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის - ამბობს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "მთავარ არხთან" საუბრისას.
მისი თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ საქმეებს პოლიტიკური მართლმსაჯულების სუნი ასდის.
"ზოგადად ვიტყოდი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის. რა თქმა უნდა მე ვერ ვიმსჯელებ რა ბრალდებები აქვს წაყენებული, დამტკიცებული, ან რა ბრალდებები უნდა წაუყენონ მომავალში, მაგრამ რასაც ვუყურებ ამ ყველაფერს პოლიტიკური მართლმსაჯულების სუნი ასდის. მე მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს პრაქტიკა შეაჩეროს და არამხოლოდ სააკაშვილს, არამედ ყველა სხვა შემთხვევაში ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო პროცესები იმართებოდეს", - ამბობს კუბილიუსი.