დღევანდელ დღეს თავისუფლების მოედანზე და არამარტო აქ, მიმდებარე ქუჩებზე საქართველოს ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, დღეს, მოქალაქეები ხმას დააფიქსირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩეული იქნას ის ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება.
"დღევანდელ დღეს თავისუფლების მოედანზე და არამარტო აქ, მიმდებარე ქუჩებზე საქართველოს ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბება. დააფიქსირებს თავის აზრს, რომ ამ ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა განხორციელდეს ცვლილება, არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და გათავისუფლდეს ჩვენი სახელმწიფო, რადგან ეს პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილიც არის.
ის პირად საკითხებზე არ ფიქრობს, შიმშილობს, რადგან ქვეყანა გათავისუფლდეს და გაუჩნდეს განვითარების შანსი. დღეს ჩვენი მოქალაქეები ხმას დააფიქსირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩეული იქნას ის ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება. ძალიან სამწუხაროა, როცა ხელისუფლება ითვლის ადამიანების თავებს და საზოგადოებას მის მხარდამჭერებად და მომხრეებად ყოფს. აქ იქნებიან განსხვავებული ხედვების, პოლიტიკური გემოვნების ადამიანები და ისინი ერთიან პოზიციას დააფიქსირებენ. საქართველოში უნდა იყოს თავისუფლება, განვითარება", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
დღეს, 18 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.