თუ სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ქვეყანას, იქნებ სიკვდილი აღმოჩნდეს გზის მანათობელი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილიმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.
"დღეს მე ქართული საზოგადოება ვიზუალურად ვერ მხედავს და არც ჩემი ხმა ისმის ლაივში და თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი. ამას ვამბობ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე", - თქვა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშიბლობა გამოაცხადა.