დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას, მედიას და მთელს საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა, გილოცავთ ყველას, ჩვენს ხალხს, ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ეკლესიის მიმართ და მინდა ჩვენს ხალხს ვუსურვო მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული და მეტი სიმშვიდე“, - აღნიშნა პრემიერმა.