"როცა ასე იქცევა ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც წესი ეკისრება მას, ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც ვიხილეთ დღეს.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საპროტესტო აქციისკენ მიმავალი ავტო კოლონების გზის გადაკეტვის მცდელობას.
"როდესაც ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები გზას უკეტავენ საპროტესტო აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, თან ასეთი სიძულვილის კონტექსტით, ეს პირდაპირ ნიშნავს პირდაპირ უტიფარ განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის, რომ სამოქალაქო მშვიდობა კი არ აინტერესებთ, პირიქით ძალადობის პროვოცირება აინტერესებთ და როცა ასე იქცევა ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც წესი ეკისრება მას ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც ვიხილეთ დღეს.“ - განაცხადა ბოკერიამ