უკრაინელი დიპლომატები მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, - ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი მიხეილ სააკაშვილთან. ადვოკატებს აქვთ მასთან დაშვება, კონსულს აქვს მასთან დაუბრკოლებელი დაშვება. უკვე შედგა მასთან რამდენიმე საუბარი, რა დროსაც ჩვენ გავარკვიეთ მისი და მისი ადვოკატების მკაფიო პოზიცია", - განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყება სააკაშვილის საქმის სამართლებრივ ასპექტებს სწავლობს.
"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში. ამიტომ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი გზით განვაგრძობთ სვლას და ეს შესაძლოა, არ იყოს მხოლოდ ექსტრადიცია, მაშინ გაცნობებთ ამის შესახებ", - დასძინა კულებამ.
მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშიბლობა გამოაცხადა.