რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა იაპონიის პრემიერ მინისტრთან ნაოტო კანთან შეხვედრაზე კურილიის კუნძულებთან დაკავშირებული თავისი პოზიცია დაადასტურა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. მისივე თქმით, ამას გარდა მედვედევი ასევე გამოვიდა წინადადებით, ეკონომიკის წინ დაყენებით, იაპონიასთან მშვიდობიანი შეთანხმების განხილვის მიდგომების შეცვლის შესახებ. იაპონიის პრემიერი დასთანხმდა.
"იმის გამო, რომ კანმა გამოთქვა სინანული რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ კუნძულ კუნაშირის მონახულების გამო, ჩვენი შეფასებები შემდეგნაირია: პრეზიდენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რუსეთის რომელი რეგიონი მოინახულოს. ეს ჩვენი ტერიტორიაა და ასე იქნება მომავალშიც", _ განაცხადა ლავროვმა და დასძინა - "იმედი მაქვს, რომ ჩვენი იაპონელი კოლეგები ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ადეკვატურნი იქნებიან".
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრას კარგი შედეგიც აქვს.
"პრეზიდენტმა განცხადა, რომ უკეთესი იქნება თუკი უარი ითქმება ემოციურ განცხადებებისგან და დიპლომატიური ჟესტებიდან, იმიტომ რომ ისინი საქმეს საერთოდ არ ადგებიან", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.