მიხეილ სააკაშვილი არის რეციდივისტი, შეგიძლიათ, ეს ტერმინიც გამოიყენოთ ხოლმე, სამართლებრივად ასეა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამდგარია განაჩენი და შესაბამისად, ის იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
"იქ სადაც არ არებობს კრიზისი, ალოგიკურია რაიმეს განმუხტვაზე საუბარი. აქ დამდგარია განაჩენი და სწორედ დამდგარი განაჩენის შესაბამისად იმყოფება ეს კონკრეტული მსჯავრდებული, და სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი, შეგიძლიათ, ეს ტერმინიც გამოიყენოთ ხოლმე, სამართლებრივად ასეა", - თქვა ოხანაშვილმა.