ყველაზე ქმედითი ღონისძიება, რაც ჩვენს ხელთაა, ესაა პირბადის ტარება და 43%-ზე დაბლა ჩამოვედით, როდესაც შარშან ამ დროს ეს მაჩვენებელი 70%-ზე მაღალი იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აუცილებელია იმ წესების შესრულება, რომელიც ამ დროისთვის არსებობს.
„პირველ რიგში, ეს არის პირბადე და ასევე, ვაქცინაცია“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.