ირლანდიაში, ქ.დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მამა გიორგიმ (ტრაპაიძე) დაღუპულების ოჯახებს ნუგეში და სულის სიმტკიცე, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
დაღუპულთა ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს ირლანდიაში მცხოვრებმა ქართველებმა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ მსახურებას.