საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 30.6%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 874 845 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.2%.
სრულად ვაქცინირებულია 874 060 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.6%-ი.
10 ოქტომბერს აიცრა 3 442 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.