ავსტრიის ახალი კანცლერი ალექსანდერ შალენბერგი გახდება, რომელიც სებასტიან კურცის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ალექსანდრ შალენბერგი კანცლერის ფიცს დღეს დადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა განაცხადა. იუწყება Deutsche Welle.
ავსტრიის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამთავრობო კრიზისი დასრულებულად გამოაცხადა და ყველას მოუწოდა, მთელი ძალისხმევა ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობისკენ მიმართონ.
ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 9 ოქტომბერს განაცხადა.
შეგახსენებთ, ავსტრიის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სებასტიან კურცისა და კიდევ 9 პირის საქმის შესწავლა დაიწყო, რომელიც ეხება კორუფციას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მოსყიდვასა და ქრთამის აღებას.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ავსტრიის უმსხვილეს ტაბლოიდ Österreich-თან გარიგების საქმეზე, რომელიც გაფორმდა კურცის ჯერ კიდევ კანცლერის პოსტის დაკავებამდე.
მედიის ცნობით, კანცლერის გარემოცვა ეჭვმიტანილია გამოცემა Österreich-ის მოსყიდვაში დადებითი გამოხმაურების მქონე სტატიებისა და გამოკითხვების გამოქვეყნების მიზნით.
იუწყებიან, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, რომელიც კურცს საშუალებას აძლევდა ჯერ ძალაუფლება აეღო პარტიაში, შემდეგ კი დაეკავებინა კანცლერის თანამდებობა