ახლა თუ ხვდება ზოგიერთი ამბიციური დუპლეტკა, რატომ ავიჩემეთ ადამიანებმა, რომ რაც უფრო ადრე გავაკეთებთ ფართომაშტაბიან აქციას, აჯობებსთქო, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი და "სახალხო მოძრაობის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. შეიძლება, პრეზიდენტი მოკვდეს" - ექიმი… ახლა თუ ხვდება "ზოგიერთი" ამბიციური დუპლეტკა, რატომ ავიჩემეთ ადამიანებმა, რომ რაც უფრო ადრე გავაკეთებთ ფართომაშტაბიან აქციას, აჯობებს-თქო, იძახოს ახლა "ზოგიერთმა აღზევებულმა მდაბიომ", არა 10, არამედ 14 ჯობია. კაცი შიმშილობს და როგორ ჯობია, დალოცვილო, დაგვიანება. ამ დრომდე აქცია ვერ გააკეთეს. ვაი ჩვენი ქვეყნის პატრონს, ამდენი ტუტუცის, ამბიციურის ხელში….
აქ მდაბიო სტატუსებით ძალიან "ქაჯურ" ჭორაობას (ვისაც ეხება), გაერთიანებისთვის და დროული დიდი აქციისთვის მოგეწოდებინათ. ახლა თუ მიხვდა "ზოგიერთი" დუპლეტი და დუპლეტკა, რატომ უნდა გვეჩქარა?!
ირბინეთ ახლა გაყალბებული მეორე ტურებისთვის!!!!!!!!! დაეჯინეთ დაჭერილ დევნილ კაცს!", - წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, დღეს რუსთაველის გამზირზე თაკო ჩარკვიანისა და "სახალხო მოძრაობის" ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, თაკო ჩარკვიანმა ნიკა მელიას აქციაზე მიუსვლელობის გამო უსაყვედურა და განაცხადა, რომ მან "გამოცდა ვერ ჩააბარა".
"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქციის გამართვას 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გეგმავს.