ნიკა მელია, თბილის ქალაქის მერობა რომ გადაწყვიტე, აქ უნდა ყოფილიყავი. გამოცდა ვერ ჩააბარე - ასე მიმართა პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა და სახალხო მოძრაობის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ტრიბუნიდან "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მელიას.
თაკო ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელიამ ამ აქციაზე არმისვლით გამოცდა ვერ ჩააბარა.
"ნიკა მელია, თბილის ქალაქის მერობა რომ გადაწყვიტე, აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი, მე შენ განზრახ არ დაგირეკე. აქედან მოგმართავ, ეს იყო ჩემი გამოცდა შენდამი. შენ ჯერ გამოცდა არ ჩაგიბარებია, მინდა რომ 30-მდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა ორიანის დაწერა იცის. მე გეუბნები ამას შენ, ყველაზე უფრო ჭირისუფალი. პრევენციულად გეუბნები ამ შენიშნვას, შენ ჩემო მომავალო თბილისის მერო, შენ აქ უნდა მდგარიყავი, მაგრამ შენ გამოცდა ვერ ჩააბარე. საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება.
მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დღეს ცუდად ჩაბარებული გამოცდისა, მე მაინც 14-ში ვიქნები დიდ აქციაზე", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, გაიმართა ახლადდაფუძნებული "სახალხო მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. მსგავსი შინაარსის აქციის ჩატარებას "ნაციონალური მოძრაობა" 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გეგმავს.