24-საათიანი გათიშვის შემდეგ, ლიბანის ელექტროენერგიის ქსელმა მუშაობა განაახლა.
ლიბანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, სამხედროების მარაგებიდან მიიღეს ელექტროსადგურების ასამუშავებლად საჭირო საწვავი.
ლიბანის არმიამ 6 მილიონი ლიტრი საწვავი გამოყო, რომელიც თანაბრად განაწილდება ორ ელექტროსადგურზე, მაგრამ როგორც იუწყებიან, საწვავის ამ რაოდენობა ს ქვეყნის ელექტროენერგიის რამდენიმე საათით მომარაგება ძალუძს.
სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის განცხადებით, ბეირუთი უახლოეს საათებში ასევე მოელის დამატებით საწვავის მარაგებს, თუმცა მის გადმოტვირთვას პორტებში შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.
ამავდროულად, რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი საწვავის იმპორტზე ტენდერების ჩასატარებლად.
ლიბანის ორი უმსხვილესი ელექტროსადგური, ალ-ზაჰრანი და დეირ ამარი, დაიხურა წინა დღით, რამაც გამოიწვია სახელმწიფო ელექტროსისტემის სრული გათიშვა ამ თვეში უკვე მეორედ.
ლიბანელი ხალხი დიდი ხანია მიეჩვია ელექტროენერგიის გათიშვას, შუქი ბეირუთის ბევრ რაიონში ყოველდღე რამდენიმე საათით ითიშება, ზოგჯერ კი ელექტროენერგია მოსახლეობას 22 საათზე მეტ ხანსაც არ მიეწოდება.