საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს მცხოვრებლები რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივიდნენ.
"რადიო თავისუფლების ცნობით, მათ სააკაშვილს დაკლული ცხვარი, ნაზუქები, ნამცხვრები, ხილის წვენი და მინერალური სასმელები მიუტანეს.
როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა, მაჰამად ეიბოვმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, რადგან "ის საქართველოს სჭირდება".
"ეს არის ჩვენი სოფლის წევრების ნობათი. მიშასთვის ჩამოვიტანეთ ჩვენ, რომ მიშამ ჭამოს რამე და მაგრად იყოს. მიშას მომავალი საქართველოს მომავალია. მიშა არის ჩვენი მესამე პრეზიდენტი, გვინდა რომ იყოს საქართველოში და ჩვენ გვერდზე ბოლომდე. გაუმარჯოს მიშას", - უთხრა ეიბოვმა "რადიო თავისუფლებას".
ფოტო: "რადიო თავისუფლება"